6 ივნისი

09:30
სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ორგანიზებით, გაიმართება სამუშაო შეხვედრა თემაზე: „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში”. შეხვედრას გახსნიან საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ფულის გათეთრების წინააღმდეგ და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის (AML/CFT) უწყებათშორისი საბჭოს თავმჯდომარე და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში კრისტიან ურსე. მისამართი: მერაბ კოსტავას ქუჩა #14
10:03
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ვიზალიბერალიზაცია; საარჩევნო კანონმდებლობა; არჩევნები და სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565
11:00
სასტუმრო „რედისონში“ ყაზახეთ-საქართველოს ბიზნესფორუმი გაიმართება. ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გახსნის.
11:00
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ბრიფინგს გამართავს. თემა: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმები ფართოვდება. მის: წერეთლის 144, ჯანდაცვის სამინისტრო
11:00
საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავჯდომარე გელა სამხარაული და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების წარდგენა. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565

11:00
NEW
“პირველის პრესკლუბში” “უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ბრიფინგს გამართავს. თემები: სასამართლო, “რუსთავი 2”-ის საქმე და ნიკა გვარამიას განცხადებები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:30
“პირველის პრესკლუბში” “დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:30
ექსპერტი ლევან კანალდაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ყოფილი პრემიერ-მინისტრის წერილის ეკონომიკური ნაწილი; ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები; ეროვნული ვალუტა და ეროვნული ბანკი. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
12:00
“პირველის პრესკლუბში” “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00
დეპუტატი თამაზ მეჭიაური საზოგადოებას ახალი პარტიის საინიციატივო ჯგუფს წარუდგენს. მის: თბილისის პარლამენტი, 515-ე კაბინეტი. საკონტაქტო პირი: თეა შომახია 599 20 93 70
A8
15:00
“პირველის პრესკლუბში” “არგენტინის სახლი საქართველოში“ პრესკონფერენციას გამართავს. თემები: საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ საზოგადოებრიობაში საჯაროდ გაცხადებული ა/წ ივლისში საქართველოში დაგეგმილი ფეხბურთის მეფედ წოდებული პელეს ვიზიტი; საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი: არგენტინა, ბრაზილია, ურუგვაი, საქართველოს U-21; ტურნირის ფარგლებში ამავე ქვეყნების ბიზნეს-ფორუმისა და ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი კულტურული და სხვა ღონისძიებები. მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები