ავტოსაგზაო შემთხვევა გაგარინზე – დაშავებულია 7 ადამიანი
გაგარინის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა.
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი და ერთი მიკროავტობუსი დაეჯახა.
როგორც ”კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საავტომობილო მოძრაობა დროებით შეფერხდა, თუმცა ამ დროისთვის მოძრაობა სრულად აღდგენილია.