გლდანში მიკროავტობუსი გაზის მილს შეეჯახა – არიან დაშავებულები

გლდანის, პირველ მიკრორაიონში მიკროავტობუსი გაზის მილს შეეჯახა.
მომხდარის შედგად მიკროავტობუსში მჯდომი ორი მგზავრი დაშავდა.
ადგილზე მობილიზებული იყო, პატრული, სასწრაფო დახმარების, ასევე სახანძრო სამსახურის ბრიგადა.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები