“ქართული ოცნება” განცხადებას ავრცელებს

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, “ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ დღეს გამოქვეყნებულ ე.წ. კვლევის შედეგებს, არანაირი კავშირი არა აქვს არც „ქართულ ოცნებასთან” და არც რეალობასთან”.
“დღეს ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა ე.წ. კვლევის შედეგები, რომელიც თითქოს “ქართულმა ოცნებამ” პირველ ივნისს ჩაატარა. ვაცხადებთ, რომ მედიაში გამოქვეყნებულ ამ კვლევას არანაირი კავშირი არა აქვს არც „ქართულ ოცნებასთან” და არც რეალობასთან. სამწუხაროდ ამავე სააგენტომ აქამდეც გაავრცელდა მსგავსი ტიპის ე.წ კვლევა. ეს არის მარტივი მანიპულაცია და პოლიტიკაში ჩვენი კონკრეტული ოპონენტი ხშირად მიმართავს ამ მეთოდებს. “ქართული ოცნება” კვლევებს რეგულარულად ატარებს. არჩევნებამდე დაგეგმილია სავარაუდოდ კიდევ ორი კვლევის ჩატარება. შედეგებს კი საზოგადოება არჩევნების დასრულების შემდეგ იხილავს, როდესაც “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” გამარჯვებას მოიპოვებს”,-ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები