5 ივნისი
15:00
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ, სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველოს“ დაფუძნების ღონისძიება გაიმართება. „ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სიტყვით მიმართავს დამსწრე საზოგადოებას და პირველად გუნდს წარადგენს. რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეები და თბილისის მაცხოვრებლები მსვლელობას დაიწყებენ 14:00 სთ-ზე, ვარდების მოედნიდან, თავისუფლების მეტროდან და კოლმეურნეობის მოედნიდან.