„დინამო არენასთან“ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა (ფოტო)

წერეთლის გამზირზე, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა მის წინ მდგარ ავტომანქანას შეეჯახა. მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება).

13339663_1366377380044915_2499969738923022564_n

13344675_1366377426711577_658778371179421288_n

13346833_1366377403378246_4793357426067506777_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები