ლევან ბერძენიშვილი: განათლების ახალ მინისტრს ბიოგრაფიაც საინტერესო უჩანს და განათლებაც

განათლების ახალი მინისტრის კანდიდატურას დადებითად აფასებს, ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, „რესპუბლიკელი“ ლევან ბერძენიშვილი. მისი შეფასებით, განათლების მინისტრის ახალ კანდიდატურას საინტერესო ბიოგრაფია და განათლება უჩანს.
„ჩემთვის უცნობია, რატომ გათავისუფლდა განათლების მინისტრი. ახალს ბიოგრაფიაც საინტერესო უჩანს და განათლებაც. ვერ გეტყვით, რას ნიშნავს ეს ცვლილება, ვიდრე კარგად არ გავიცნობთ ახალ მინისტრს და არ ვნახავთ მის პროგრამას. რაზეც გული მწყდებოდა და რისი სურვილიც მაქვს, ეს არის ის, რომ განათლების სამინისტროს ყურადღების მიღმა რეალურად იყო დატოვებული მთავარი სამიზნე – სკოლა. დიდი ყურადღება იყო გადატანილი მასწავლებლების მომზადებაზე, გამოცდებზე, ატესტაციებზე, მაგრამ სკოლაზე – არა“,-აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.
ლევან ბერძენიშვილს იმედი აქვს, რომ ახალი მინისტრი გულთან ახლოს მიიტანს და შეცვლის ამ სფეროში რამეს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრად ალექსანდრე ჯეჯელავა დაინიშნა. თამარ სანიკიძის შემცვლელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები