ოზურგეთში, საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დასრულების აღსანიშნავად, DJ გიგა პაპასკირის კონცერტი გაიმართა
ქალაქ ოზურგეთში მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით DJ გიგა პაპასკირის კონცერტი ჩატარდა, რომელიც საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დასრულების აღსანიშნავად გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, თეატრალურ მოედანზე შეკრებილ ახალგაზრდებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ და ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.