რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ მაგისტრალზე “ვოლვოს“ მარკის ავტომობილს ცეცხლი წაეკიდა.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.
სამაშველო სამსახურის თანამშრომელთა დროული ჩარევის შედეგად, ხანძარი დროულად იქნა ლოკალიზებული.

ფოტო: “ინფო რუსთავი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები