3 ივნისი

10:20
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერ ჭანგ გაოლისთან მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრას გამართავს.
11:00
“პირველის პრესკლუბში” მემარცხენე ალიანსის პოლიტიკური მდივანი პაატა ჯიბლაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე, მათ შორის ენერგოტარიფების გაიაფების საკითხზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00
“თბილისი მარიოტში“ ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ორგანიზებით მრგვალი მაგიდა თემაზე “არასამთავრობო ორგანიზაციების როლი აივ/შიდსის და C ჰეპატიტის პრევენციასა და მკურნალობაში“ გაიმართება. ღონისძიება ეძღვნება შიდსით გადრაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს. მისამართი: რუსთაველის გამზ. 13
11:00
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში, „ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია ბრიფინგს გამართავს.
11:00
გლდანის რაიონში რაგბის სავარჯიშო კომპლექსის მშენებლობის საფუძვლის ჩაყრის ცერემონია გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ვეტერანი მორაგბეები, ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრების წევრები. მის : მუხიანის დასახლება მე-4 მ/რ მიმდებარე ტერიტორია. საკონტაქტო პირი: ნინი მთვარაძე 598 14 11 51

11:00
„დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. ასევე, ისაუბრებს საარჩევნო საკითხებსა და თამაზ მეჭიაურის ახალ პარტიაში გაწევრიანების შესაძლებლობებზე. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
11:00
სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტი“-ს საკონფერენციო დარბაზში “მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით შექმნილი კომიტეტის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართება. მისამართი: თბილისი, თავისუფლების მოედანი 4
11:30
“პირველის პრესკლუბში” უფლებადამაცველი გრიგოლ გაგნიძე კორცხელის ინციდენტის სამართლიან მიდგომასა და მოსამართლის მიმართ არსებულ ბრალდებებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:30
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში, მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე ბრიფინგს გამართავს.
11:30
„ახალი მემარჯვენეების“ გენერალური მდივანი მამუკა კაციტაძე მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. ისაუბრებს საარჩევნო კანონმდებლობასა და „გერმანულ მოდელზე“, პრეზიდენტის ვეტოზე. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
A8
12:00
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” დასაქმების კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ კვლევის პრეზენტაციას წარმოადგენს. კვლევა ეფუძნება იმ გამოკითხვის შედეგებს, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით 2016 წლის 15-28 მარტს „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა. მისამართი: აღმაშენებლის გამზირი 61.
12:00
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში, შეიარაღებული ძალების თადარიგის უფროსი ლეიტენანტი დავით ნემსაძე ბრიფინგს გამართავს.
12:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი დავით ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: სამშენებლო კომპანია “ოლიმპიური ვარსკვლავის” მიერ წარმოებული სამშენებლო სამუშაოების გამო შარტავას ქუჩის დაზარალებული მაცხოვრებლები. მის: თავისუფლების N2
12:30
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი გიორგი ახვლედიანი ბრიფინგს გამართავს.
14:00
აბანოების წარმომადგენლები სემეკის ოფისთან პროტესტის ნიშნად წყალს დაღვრიან. მისამართი: მიცკევიჩის 19

17:00
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში, „არგენტინის სახლი საქართველოში“ თავმჯდომარე ნიკოლოზ პატარქალიშვილი ბრიგინგს გამართავს. თემა: საქართველოში პელეს, ტურისტული ჯგუფების ვიზიტისა და ქვეყნისათვის კულტურული და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების განსახორციელებლად, – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასა და „ქართუ“ ფონდში შექმნილი პრობლემების გადაჭრის მიზნით, ნიკოლოზ პატარქალიშვილი ღია წერილით მიმართავს ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს.
20:00
ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის რეაბილიტაციის მმართველი სულხან ზუმბურიძე, საქართველოში „აზიის განვითარების ბანკის“ მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი ქეით ჯულიანი და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები სოფელ ახალსოფელში ქვესადგურის მშენებლობის დასრულების საზეიმო ცერემონიას დაესწრებიან. მის: ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი ახალსოფელი (სენაკი-ფოთის საავტომობილო მონაკვეთის მე-9 კმ.)

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები