კახეთის მთებში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ყვარელში, ახალსოფლის მთებში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ”კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, გარდაცვლილის ვინაობა ამ დროისთვის უცნობია.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცის ცხედრის აღმოჩენის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები. სავარაუდოდ, გარდაცვლილი შესაძლოა, კახეთში რამდენიმე თვის წინ დაკარგული სამი მონადირიდან ერთ-ერთია, თუმცა აღნიშნულის დადასტურება ამ დროისთვის ვერ ხერხდება.
შეგახსენებთ, რომ ლაგოდეხის რაიონის სოფელ მსხალგორის 4 მკვიდრი სანადიროდ 2015 წლის 28 დეკემბერს წავიდა. ერთი მათგანი სამი დღის შემდეგ დაბრუნდა, დანარჩენები კი ამ დრომდე დაკარგულებად ითვლებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები