2 ივნისი
10:00
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი საწარმოს გახსნის ღონისძიებას დაესწრება. მისამართი: დიდი დიღომი, მირიან მეფის ქუჩის ბოლოში, გადასახვევი მარცხნივ. საკონტაქტო პირი: 595927793.
11:00
9 აპრილის ბაღში (ყოფილი ალექსანდროვის ბაღი) „რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირი“ გამწვანების აქციას გამართავს სახელწოდებით, „დარგე ხე, როგორც სიცოცხლის სიმბოლო“.
11:00
“პირველის პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ელისო ჩაფიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში ახლაგაზრდა სოციალისტები და ფრიდრიხ ებერტის ფონდის დირექტორი, პროექტის “შენ – აქტიური მოქალაქე” პრეზენტაციას გამართავენ.
11:30
“პირველის პრესკლუბში” “ახალი მემარჯვენეების” პოლიტიკური მდივანი მანანანა ნაჭყებია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:30
თბილისის საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე თედო კობახიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ინიციატივა „რესპუბლიკის მოედნისთვის“ სახელის გადარქმევასთან დაკავშირებით; კანონი „ხმაურის შესახებ“, რომელიც პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა ჩააგდო, სხვა მიმდინარე საკითხები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
11:30
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ბრიფინგს გამართავს.
12:00
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია „თბილისის ცენტრალური საავადმყოფო“-ს ბაზაზე ახალი ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მიმღები და გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის გახსნის ცერემონიას დაესწრება. მის: დიღომი, ჩაჩავას ქუჩა N1- თბილისის ცენტრალურ საავადმყოფო.
12:00
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს შეაფასებს. მათ შორის, ისაუბრებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წერილზე. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
12:00
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში „9 აპრილის“ საზოგადოების თავმჯდომარის, ეროვნული მოძრაობა „სამშობლოს“ სპიკერი თამაზ ბიბილური ბრიფინგს გაიმართავს.
A8
12:00
NEW
„ფონდი ჰუმანითი“ ისთ-ფოინთის გასართობ ცენტრ „ფოკუს-მოკუსში“ კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს უმასპინძლებს.
12:30
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი და „საყდრისის“ საქმეზე მოსარჩელე ირაკლი ლომიძე სპეციალურ ბრიფინგს გამართავენ.
13:00
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში პატიმრის დედა ნინო გოგლიძე ბრიფინგს გამართავს.
15:30
თურქეთის საპატენტო ინსტიტუტ (TPI)-სა და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ – საქპატენტს შორის მემორანდუმის ხელმოწერა მოხდება. მისამართი: “საქპატენტი“ 3300 მცხეთა, ანტიოქიის ქ. №5. საკონტაქტო პირი: მარიამ პატიაშვილი: 599 51 68 51
18:00
კავკასიურ სახლში, ქართველი პოეტის ალეკო შუღლაძის ახალი რომანის „გადამალვა“ პრეზენტაცია გაიმართება.
19:00
ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში იტალიის რესპუბლიკის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი წვეულება გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, კულტურის, განათლების, ბიზნეს სექტორის, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრებიან.