ლავროვი პარიზში დაგეგმილ სამგლოვიარო მარშში მიიღებს მონაწილეობას

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი პარიზში დაგეგმილ სამგლოვიარო მარშში მიიღებს მონაწილეობას.
რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, ლავროვი „რესპუბლიკურ მარშზე“ 11 იანვარს რუსეთის დელეგაციას უხელმძღვანელებს.
„ღონისძიებაში მონაწილეობას საფრანგეთის სხვადასხვა პოლიტიკური ძალების და უცხოური სახელმწიფოების წარმომადგენლები მიიღებენ.
რუსეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს“, – აცხადებენ სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ სამგლოვიარო მსვლელობაში მონაწილეობის სურვილი ბელგიის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ესპანეთის, იტალიის, პოლონეთის, ასევე ევროკავშირის და ნატოს ხელმძღვანელებმა გამოთქვეს.
საფრანგეთში უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკოც ჩავა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 3 დღის განმავლობაში საფრანგეთში მოწყობილი ტერაქტების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. 10 – ჟურნალ „შარლი ებდოს“ თანამშრომელი, ქაშერული საკვების მაღაზიაში აყვანლი 4 მძევალი და 3 პოლიციელი. დაიჭრა რამდენიმე ათეული ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები