რუსთავში მტკვარში ახალგაზრდა ქალი გადახტა

რუსთავში, ხიდიდან მდინარე მტკვარში ახალგაზრდა ქალი გადახტა.
არსებული ინფორმაციით, მომხდარის გამო მთელი ღამის განმავლობაში ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე და მდინარეში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობდა.
ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამაშველო სამსახური და პოლიცია, თუმცა ქალის პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
გავრცელებული ცნობით, გადახტომამდე ქალი მობილურზე აღელვებული საუბრობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები