1 ივნისი
08:45
თბილისის მერი დავით ნარმანია და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიას“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ბაკურიანში გააცილებენ შშმ და სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისა და მოზარდების პირველ ნაკადს. საკონტაქტო პირი: ხათუნა ავლოხაშვილი 599 17 60 77
10:30
2030-ის წევრი, ეკონომისტი მიხეილ დუნდუა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილის ეკონომიკურ ნაწილს შეაფასებს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
10:30
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ბრიფინგს გამართავს.
10:45
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე და დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ვლადიმერ ძნელაძე ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დიდუბის რაიონში მცხოვრებ ბავშვებს მთაწმინდის პარკში უმასპინძლებენ. მის: ჭონქაძის ქუჩა – მთაწმინდის ფუნიკულიორის ტრამვაის მიმდებარე ტერიტორია.
11:00
ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტრო განათლების, იუსტიციისა და სპორტის სამინისტროებთან ერთად ბავშვზე ზრუნვის მიმართულებით ანგარიშს წარადგენს. ღონისძიებას დაესწრება ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე და განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური. მის: ექსპო-ჯორჯიას მე-3 პავილიონი (წერეთლის 118). საკონტაქტო პირი: სალომე გოგინაშვილი 558 24 07 70
11:00
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი წევრი სოფო კილაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილი, პრეზიდენტის ვეტო და სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
11:00
“პირველის პრესკლუბში” პარლამენტში, “ეროვნული ფორუმის” წევრი თემურ მაისურაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00
“თბილისის მიკროავტობუსი” გადაცემა ცეკვავენ ვარსკვლავებთან ერთად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზოოპარკში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვებისთვის განკუთვნილი მე–200 სკოლა–პანსიონის აღსაზრდელებისთვის საქველმმოქმედო აქციას მოაწყობს. საკონტაქტო პირი: ლიკა ორჯონიკიძე 558 58 55 55
11:00
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მესამე ტურის მეორე ეტაპი ჩატარდება. ოლიმპიადის მესამე ტურის პირველი ეტაპის შედეგად გამოვლინდა 40 საუკეთესო მოსწავლე, რომლებიც სპეციალური კომისიის წინაშე წარადგენენ თავიანთ დაწერილ ესეს. მისამართი: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (მინდელის N9).
11:00
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ბრიფინგს გამართავს.
A8
11:00
ვაშლიჯვრის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი. თბილისის მერი დავით ნარმანია ბაღის საძირკველში სიმბოლურ კაფსულას ჩადებს. მის : ვაშლიმჯვრის მეორე ზონა. საკონტაქტო პირი: თამარ კვირტია 577 17 30 04
11:00
NEW
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში ექსპერტი მამუკა არეშიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ბიძინა ივანიშვილის წერილი და მიმდინარე პოლიტიკური საკითხები
11:00
NEW
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლები ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სისხლს გაიღებენ. მის: დ. აღმაშენებლის ხეივანი 13-ე კმ
11:00
NEW
სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ სახალხო დამცველი ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიშს წარადგენს.
11:30
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „კონსერვატორი“ ზვიად ძიძიგური პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილი, პრეზიდენტის ვეტო და სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
11:30
“პირველის პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:30
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი ბრიფინგს გამართავს.
11:30
NEW
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში “ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური საკითხები
12:00
ვ. გოძიაშვილის სახელობის ბაღში საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებული გასართობი ღონისძიებები გაიმართება. სტუმრებს ელით საცირკო წარმოდგენა, საბავშვო სიმღერებისა და ცეკვების კონცერტი, ატრაქციონები, ანიმატორების შოუ, სახის მომხატველები და სხვა გასართობი ღონისძიებები. მისამართი: ალ. ყაზბეგის 16-18. საკონტაქტო პირები: ავთანდილ ბოკუჩავა – 597897711, ნინო გულბათაშვილი 595 169163
12:00
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში პარტია „თეთრები“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: „ჩვენ „თეთრები“ ვერთვებით საარჩევნო პროცესში პოზიციით: ხსნა ეროვნული თანხმობის პარლამენტშია… განსხვავებულთა ერთობაშია“.
A8
12:00
NEW
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, სოციალურად დაუცველი უსახლკარო ჯგუფები საპროტესტო აქციას გამართავენ.
12:00
NEW
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება. მის: თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)
12:00
NEW
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება. მის: თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი № 616, “С” კორპუსი
12:00
NEW
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს საქართველოს სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ ჯაში, ცნობად სახეებთან ერთად, „ლაიფმედის“ კლინიკაში ფონდის მიერ დაფინანსებულ ბავშვებს ესტუმრება, სადაც მოხდება ახალ ინოვაციური დაფინანსების კამპანიის „გადმოწერე, გადარიცხე, გადაარჩინე“ პრეზენტაცია. მის: ლუბლიანას ქ. #2/6. საკონტაქტო პირი ნინო კოტარია – 595 100 180
13:00
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი” სოფელ მუსხში მცხოვრებ რეწვის ოსტატ მარიამ ჟუჟუნაძესა და მის მოსწავლეებს ვაკის პარკში (ღია ცის ქცეშ) უმასპინძლებს. ღონისძიების ფარგლებში “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი” ბავშვების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას მოაწყობს, შემოსული თანხა კი სრულიად გადაეცემა მარიამ ჟუჟუნაძესა და მის მოსწავლეებს.
13:00
პარტია “მემარცხენე ალიანსის” ლიდერები პაატა ჯიბლაძე და არჩილ ბენიძე, ელექტროენერგიასა და გაზზე ტარიფების გაიაფების მოთხოვნით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში წერილს შეიტანენ. მის.: სანაპიროს ქ. N2. საკონტაქტო პირი: ნინო ქეშელაშვილი 598 700 642
13:00
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში „არგენტინის სახლი საქართველოში“ თავმჯდომარე ნიკოლოზ პატარქალიშვილი მიმართავს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს.
13:00
თბილისის მერი დავით ნარმანია პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიულოცავს და საქართველო-ფილიპინების მეგობრობის პარკის „მაბუჰაი“-ს გახსნის საზეიმო ღონისძიებას დაესწრება. მის.: თბილისის ზოოპარკი. საკონტაქტო პირი : ნინი მთვარაძე 598 14 11 51
13:00
NEW
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებელი პროგრამა ”მოძღვარი” და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული საქველმოქმედო პროექტის პრეზენტაციას გამართავენ.
13:00
NEW
სამების საკათედრო ტაძრის ეზოში საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანნის” ფსიქოლოგიის ცენტრი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართავს აქცია-ტრენინგს, სახელწოდებით “ჯანსაღი ურთიერთობები ბავშვებს”.
A8
13:00
NEW
პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)
14:00
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი წევრის ირაკლი აბუსერიძის ინიციატივითა და შუამდგომლობით, სოციალურად დაუცველი და დევნილი ბავშვებისთვის გასართობი ღონისძიება გაიმართება. მის: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი, საცხოვრებელი კომპლექსი „დირსი“.
15:00
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ახმეტელის თეატრთან არსებული ახალგაზრდული კლუბის წევრები ესტუმრებიან. მის : ქერჩის ქ. 8. საკონტაქტო პირი: თამარ მჭედლიშვილი 577 72 02 29