ვაზისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ვაზისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, ვაზისუბნის დასახლებაში მოძრავი სამი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შემდეგაც ისინი გაჩერებულ 2 ავტომანქანას შეეჯახნენ.
მომხდარის შედეგად სულ 5 მანქანა დაიმტვრა. დაშავებულები სხეულის მსუბუქი დაზიანებით საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალებით საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები