უშვილობა განაჩენი არ არის – როგორ მკურნალობენ ჩაჩავას კლინიკის რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრში უშვილო წყვილებს 

უშვილობა  განაჩენი არ არის –   ჩაჩავას კლინიკის რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრმა არაერთ ქართველ თუ უცხოელ წყვილს აუსრულა  შვილის ყოლის ნატვრა.
კვირასთან“ საუბრისას კლინიკის რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი  ქეთევან გოცირიძე ამბობს, რომ ეს ყველაფერი  უახლესი აპარატურით აღჭურვილი   ლაბორატორი, მაღალკვალიფიციური  სპეციალისტებით,  პაციენტზე სრულად ორიენტირებული  სერვისების საშუალებით  გახდა შესაძლებელი.

13336222_480344172171771_1815059197_n– ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის ასეთი ცენტრით. ჩვენ გვაქვს უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორია, ჩვენი ცენტრი  ეხმარება პრაქტიკულად ყველა წყვილს, კლიმაქტერიულ პერიოდშიც კი იყოლიოს პატარა. ცენტრში დანერგილია უშვილობის მკურნალობის ყველა თანამედროვე მეთოდი თუ ტექნოლოგია და ჩვენ ვაკმაყოფილებთ ყველაზე მკაცრ საერთაშორისო სტანდარტებს. მკურნალობის პროცესს ახორციელებენ  სხვადასხვა ქვეყნიდან  რეპროდუქციულ ჯანმრთელობაში უდიდესი გამოცდილების მქონე მოწვეული სპეციალისტები. 3 ივნისს ისრაელიდან ჩამოდის 30-წლიანი გამოცდილების მქონე პროფესორი, ასევე გამოცდილ ემბრიოლოგთან  ერთად. ცხადია, როდესაც ასეთი დონის პროფესიონალები ატარებენ მკურნალობას, სასურველი შედეგის მიღების ალბათობა გაცილებით მაღალია. ინვიტრო განაყოფიერებასთან ერთად  ჩვენს ცენტრში შესაძლებელია ემბრიონის   გენეტიკური კვლევის ე.წ. პრეიმპლანტაციური გენეტიკური კვლევის/სკრინინგის  ჩატარება  და სრულდება ყველაზე მოწინავე  ტექნოლოგიების გამოყენებით. ამ პროცედურასაც, სხვების  მსგავსად, ატარებს ამ დარგის საუკეთესო  საზღვარგარეთიდან მოწვეული სპეციალისტი.

– როგორც ვიცი, გარდა სამკურნალო პროცედურებისა, მოწვეული სპეციალისტები თქვენი ცენტრის მედ-პერსონალისთვის ტრენინგებსაც ატარებენ…

13340947_480343195505202_1989666773_o– საკმაოდ დიდი ინვესტიცია იდება უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანაში. გარდა იმისა, რომ ეს სპეციალისტები  მკურნალობენ ქართველ უშვილო წყვილებს, ისინი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გამოცდილებას უზიარებენ ჩვენს მედპერსონალს და რაც ყველაზე მთავარია, ეს ხდება უშუალოდ მუშაობის პროცესში, “სახლში”,  რაც, დამერწმუნებით, გაცილებით ეფექტურია. იმისათვის, რომ თავიდანვე მაღალი გამოსავალი გვქონოდა,  ამ ეტაპზე ჩვენ ასეთი მუშაობის სტილი ავირჩიეთ  და გავაგრძელებთ მანამ სანამ არ დავრწმუნდებით, რომ  ადგილობრივმა პერსონალმა სრულად აითვისა და პრაქტიკაში გამოიყენა სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო სპეციალისტების გამოცდილება. შეიძლება ამას დაერქვას ერთგვარი კამპანია “მსოფლიო ექიმები ქართველი პაციენტებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყოველივე აბსოლუტურ შესაბამისობაშია დღეს საქართველოს სამედიცინო ბაზარზე არსებულ ფასებთან. ჩვენი ასეთი მიდგომა პაციენტს სამედიცინო მომსახურების ფასს არ უძვირებს. სტატისტიკურად დიდია იმ წყვილების რიცხვი, რომლებიც მსგავსი მომსახურების მისაღებად უცხოეთის კლინიკებს მიმართავდნენ, თუმცა დღეს უკვე ჩვენთან შესაძლებელია იგივე დონის სამედიცინო მომსახურება მიიღონ ქვეყნიდან გაუსვლელად, ახლობელ და ნაცნობ გარემოში, რაც დადებითი შედეგისთვის ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

– როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი ფაქტორები, რომელთა გამოც უშვილო წყვილები როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სწორედ თქვენს სერვისებს ირჩევენ? 

13340781_480343188838536_1929824977_o– პირველ რიგში, ალბათ ის, რომ  მომსახურების მაღალი ხარისხის მიუხედავად,  სერვისები ხელმისაწვდომია და ფასები არ არის მაღალი. ჩვენს პაციენტებს როგორც უცხოეთიდან, იგივე სამედიცინო სტანდარტის მომსახურების მიღების შესაძლობლობა აქვთ ბევრად ნაკლებ ფასად.  ძალიან ბევრი უშვილო წყვილი მოგვმართავს მეზობელი და ევროპის  ქვეყნებიდან, ასევე ისეთი შორეული ქვეყნებიდანაც კი, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრალია, იაპონია. მომართვიანობის მაღალი მაჩვენებელი განპირობებულია იმით, რომ რიგი  სერვისები არ არის მათ ქვეყანაში და მათ შესაძლებლობა აქვთ, საქართველოში შეღავათიან ფასებში მიიღონ სასურველი მომსახურება. ამ ცენტრის შექმნის ერთ-ერთი მიზანი ქვეყანაში სამედიცინო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა იყო, მჭიდრო კავშირი გვაქვს ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან და მათი პაციენტები რიგი სერვისების მისაღებად სწორედ საქართველოში მოემგზავრებიან.

13254144_596415093855935_1247213005831178739_n– 2016 წლის საერთაშორისო სამედიცინო ტურიზმის სამიტზე საქართველოდან თქვენი კლინიკა იყო წარმოდგენილი, როგორი შთაბეჭდილებებით დაბრუნდით?

– დიახ, მადრიდში ცოტა ხნის წინ გაიმართა  2016 წლის საერთაშორისო სამედიცინო ტურიზმის სამიტი, ჩვენი კლინიკა ერთადერთი  და პირველი კლინიკა იყო,  რომელმაც საქართველო წარმოადგინა. საგამოფენო სივრცეში ჩვენმა სტენდმა დიდი მოწონება დაიმსახურა,   ეს წინგადადგმული ნაბიჯია არა მხოლოდ ჩვენი კლინიკისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის. გვჯერა, რომ საქართველო გახდება ერთერთი პოპულარული ქვეყანა სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით.

13324325_480343192171869_177313870_o– თქვენს კლინიკაში გაიხსნა 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ,  მკურნალობის კურსის პერიოდში კლინიკაშივე იცხოვრონ

– ვინაიდან ამ  სფეროში ფსიქოლოგიური ფაქტორი ძალიან დიდ როლს თამაშობს, ჩვენი ინტერიერიც მოწყობილია ისე, რომ პაციენტებმა თავი იგრძნონ მაქსიმალურად პოზიტიურ და მყუდრო გარემოში და მათი ფსიქოლოგია მომართული  იყოს იმისკენ, რომ ისინი  უნდა გახდნენ  მშობლები. დიახ, 5-ვარსკვლავიან მოსახურებასთან ერთად გვაქვს  5-ვარსკვლავიანი სასტუმროს დონის საცხოვრებელი კლინიკაშივე. უცხოეთიდან ჩამოსულ  პაციენტებს ვთავაზობთ სრულ სერვისს-დაწყებული აეროპორტში დახვედრით დამთავრებული კვებით და სხვა მომსახურებით. მათ აღარ უწევთ ძალისხმევის დახარჯვა საცხოვრებლის და სხვა მსგავსი საკითხების მოსაგვარებლად.

– და ბოლოს, შედეგებზე რომ ვისაუბროთ…

– მაღალკვალიფიციური პერსონალის და უახლესი ტექნოლოგიების კომბინაცია იძლევა შესაძლებლობას,რომ   ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდით  უშვილო წყვილების 100%-დან 70-75% პროცენტი გახდეს მშობელი, რაც საკმაოდ ეფექტური შედეგია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები