ლეგენდარული კომპიუტერული თამაშის ეკრანიზაცია ‘’ვარკრაფტი’’ კინოთეატრებში

ლეგენდარული კომპიუტერული თამაშის პირველი ეკრანიზაცია 26 მაისიდან საქართველოს კინოთეატრებში გელით. ორი სამყაროს შებრძოლების ეპიკურ ისტორიას ქართველი კინომანები მსოფლიო პრემიერამდე 1 კვირით ადრე ნახავენ.

ფილმში მთავარ როლს სერიალ “ვიკინგების” ვარსკვლავი ტრევის ფიმელი განასახიერებს. ნახევრად ადამიანისა და ნახევრად ორკის როლს კი, პაულა პატონია ასრულებს, რომელსაც მძიმე გადაწყვეტილების მიღება უხდება. საუკუნეების მანძილზე მაგია და მიუდგომელი კედლები ხალხს ნებისმიერი თავდასხმისგან იცავდა, მაგრამ  ათასწლეულების წინ დამარცხებულმა და დავიწყებულმა უძველესმა ბოროტებამ გაიღვიძა.  სამეფოს შუაგულში  ბნელი პორტალი გაიხსნა, უცნობი არსებების რასა აზეროტის მიწებზე გამრავლდა და დაიწყო მოვლენები, რომლებსსაც ამ სამყაროს ბედი უნდა შეეცვალათ.

რეჟისორი, დუნკან ჯონსი, შეეცადა, ფილმში მაყურებლისათვის და განსაკუთრებით კი, ვიდეო თამაშის მოყვარულთათვის შთამბეჭდავი სამყარო წარმოედგინა, რათა თამაშის ატმოსფერო უკეთ გადმოეცა. სპეციალურად ფილმისათვის ‘’ვარკრაფტი’’ ორკების ენაც შეიმუშავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები