ჰოლივუდის რეჟისორის მიერ გადაღებული ფილმი ქართველი ბერების ცხოვრებაზე (ტრეილერი)

სულ მალე ვიხილავთ ამერიკელი, ემის ჯილდოს მფლობელი ჰოლივუდის დამდგმელი რეჟისორის, ჯეიმს ჰიგინსონის მიერ გადაღებულ დოკუმენტურ კინოს მართლმადიდებლური მონასტრების ბერების ცხოვრებაზე.
“უანგარო მსახურება”,- ასე ჰქვია ფილმს, რომელიც რუის-ურბნისის ეპარქიაშია გადაღებული. ჯეიმსის კამერამ დააფიქსირა ის არაჩვეულებრივი ლანდშაფტები და ხედები, რომლებიც რუის-ურბნისის ეპარქიის მონასტრებიდან იშლება. ასევე თქვენ იხილავთ იმ “რიტუალებს”, რომლებიც სრულდება მართლმადიდებლურ მონასტრებში. ფილმში ნაჩვენები იქნება ინტერვიუ ეპარქიის ეპისკოპოსთან, მეუფე იობთან, ასევე სხვადასხვა ბერთან, რომლებიც თავიანთ სიცოცხლეს ხალხისადმი ლოცვას და სიყვარულს უთმობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები