კახეთში 5 წლის ბიჭი თონეში ჩავარდა და სხეულის დამწვრობა მიიღო

ლაგოდეხში 5 წლის ბიჭი თონეში ჩადგმულ ადუღებული წყლის ქვაბში ჩავარდა, რის შედეგადაც სხეულის ქვედა კიდურები და საჯდომი კუნთი დაეწვა.
„კვირას“ ინფორმაციით, შემთხვევამდე თონეში ქვაბით ცეცხლი აადუღეს. მოზარდმა თონეზე გადაფარებულ ფიცრებზე გადაირბინა და ადუღებული წყლის ქვაბში ჩავარდა, თუმცა ცეცხლი უკვე ჩამქრალი იყო.
როგორც „კვირას“ იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, პაციენტი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მას საოპერაციოდ ამზადებენ.
მისი თქმით, 5 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
„პაციენტი ჩვენს კლინიკაში კახეთიდან რეანომობილით ჩამოიყვანეს. კლინიკაში შემოყვანისას 5 წლის ბიჭს სხეულის 12-პროცენტიანი დამწვრობა აღენიშნებოდა. მას დამწვარი ჰქონდა ქვედა კიდურების ტერფები, წვივები, ბარძაყები და მარჯვენა დუნდულოს კუნთი, რის შედეგადაც მიღებული ჰქონდა მე-3 (ა) და (ბ) ხარისხის დამწვრობა. პაციენტს ვამზადებთ ქირურგიული ოპერაციისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, ხვალისთვის ჩატარდება. მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება“, – განუცხადა „კვირას“ გუგა ქაშიბაძემ.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები