30 მაისი

11:00
“პირველის პრესკლუბში” “დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00
საქართველოს პარლამენტის წევრი თამაზ მეჭიაური მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან და საკუთარი, ახალი პოლიტიკურ პარტიის შექმნასთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:00
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში, საქართველოს პარლამენტის წევრი ზვიად ძიძიგური მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ბრიფინგს გამართავს.
11:00
NEW
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი თბილისში ბინების განაწილებასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს. მისამართი: დევნილთა სამინისტრო, თამარაშვილის 15ა
11:30
“პირველის პრესკლუბში” პოლიტოლოგი ვალერი გელბახიანი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:30
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ელისო ჩაფიძე მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში რესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:30
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ბრიფინგს გამართავს. თემა: ვიზიტი მოსკოვში – ვის და რატომ შეხვდა ბაღათურია; მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
12:00
“პირველის პრესკლუბში” პარლამენტის წევრი, “მწვანეთა პარტიის” ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00
საქართველოს „დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“ ხელმძღვანელი თამარ ჩიბურდანიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სწრაფი დაბერება საქართველოში, საგანგაშო მდგომარეობა და დაბერების პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
12:00
ბენდელიანის ქუჩა N2-ში საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილე ლუკა კანკავა რეაბილიტირებულ სპორტულ მოედანს გახსნის და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება. მისამართი: ბენდელიანის ქუჩა N2 ( კოსტავას ქუჩის მიმდებარედ). საკონტაქტო პირი: ნინო გულბათაშვილი 595169163
A8
12:00
კულტურის სამინისტროში, ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენციას გაუძღვებიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის პოპულარიზაციისა და რეგიონული პროგრამების დეპარტამენტის დირექტორი ანა რაბოშენკო, ხალიჩების ფესტივალის დირექტორი ნინო ყიფშიძე, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის დირექტორი ირინა კოშორიძე და აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ნინო კუპრავა.
12:00
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში საქართველოს პარლამენტის წევრი ალექსანდრე ქანთარია მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ბრიფინგს გამართავს.
12:20
NEW
საქართველოს ტექნოლოგიურ პარკში საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანდრეი კისკა გახსნიან. მისამართი: ინოვაციების ქ. № 7, ოქროყანა
13:00
“მემარცხენე ალიანსის” ცენტრალურ ოფისში, პარტიის ქარელის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით მარჯანიძე ბრიფინგს გამართავს თემაზე: “სეტყვისგან დაზარალებული ქარელის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი”

მის: ი. ხვიჩიას 17

საკონტაქტო პირი:
ნინო ქეშელაშვილი
598 700 642
14:00
სასტუმრო რუმსში გაიმართება პრესკონფერენცია 2 ივნისის აქციასთან – “არ დაიჭირო!” დაკავშირებით.

მისამართი: მ. კოსტავას 14

14:00
NEW
სასტუმრო რუმსში, მასტერ რუმში, 2 ივნისის აქციასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორებთან ერთად, მედიის კითხვებს უპასუხებენ ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის წევრები, ექიმი-ადიქტოლოგი დავით ოთიაშვილი, ექიმი-ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე და ჯგუფის Young Georgian Lolitaz ლიდერი ნიკა კოჩაროვი. მის: მ. კოსტავას 14
15:00
პრეზიდენტის რეზიდენციაში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება.
15:30
NEW
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებთან და ქვეყნის ოფიციალურ პირებთან ერთად ბრატისლავის სახელობის სკვერს გახსნის. მის: დიღმის მასივი, გრიგოლ რობაქიძისა და აკაკი ბელიაშვილის ქუჩების კვეთა. (დიდუბის რაიონის გამგეობის მიმდებარე ტერიტორია)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები