წნორში ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის ექიმების აქცია გაიმართა

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა აქციის ფარგლებში წნორში უფასო გამოკვლევებს ატარებს.
როგორც „კვირას“ ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის პრესსამსახურიდან აცნობეს, აქციის ფარგლებში კლინიკის 15 – მდე სხვადასხვა პროფილის მედიკოსები წნორში მოზარდებს უფასო გამოკვლევებს ჩაუტარებენ.
პრესსამსახურის ინფორმაციით, 15 -მდე სხვადასხვა პროფილის ექიმები ბავშვებს გასინჯავემ კარდიოლოგიურ და ექოსკოპიურ გამოკვლევებს ჩაუტარებენ, რაიმე სახის პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში პაციენტების მკურნალობას თბილისში, უკვე კლინიკაში გააგრძელებენ.
აღსანისნავია, ასეთი სახის აქციებს ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის ექიმები სხვადასხვა რეგიონებშიც გეგმავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები