უბედური შემთხვევა ჭიათურაში – 4 წლის ბავშვი ადგილზევე გარდაიცვალა

 

ჭიათურაში 4 წლის ბავშვი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. სატვირთო ავტომობილი, რომელსაც მძღოლი მართავდა დაგორდა და ორ არასრულწლოვანს შეეჯახა.
ერთ-ერთი მათგანი ადგილზევე გარდაიცვალა, მეორე კი სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია მოთავსებული.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, მეორე კლასის მოსწავლე სხეულის მძიმე დაზიანებებით თბილისში გადმოიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები