თბილისში რობი უილიამსის კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა

“დინამო არენაზე” ბრიტანელი პოპშემსრულებლის რობი უილიამსის კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე რობი უილიამსის ყველასათვის ცნობილი ჰიტები შესრულდა. “დინამო არენაზე” ბრიტანელი პოპვარსკვლავის რობი უილიამსის კონცერტი 21:18 საათზე დაიწყო. უილიამსი „დინამო არენაზე“ შეკრებილებს ქართულად მიესალმა.
პოპვარსკვლავის “გამარჯობა”-ს მსმენელი განსაკუთრებული შეძახილებით შეხვდა.
მსოფლიო ვარსკვლავის კონცერტი საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტის Check in Georgia ფარგლებში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები