28 მაისი

10:00
საათზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი ერთიანი ეროვნული გამოცდების პილოტირების პროცესს დაესწრება.
მისამართი: N175 საჯარო სკოლა (მუხიანის III მ/რ).

საკონტაქტო: თეიკო ანჯაფარიძე 5 77 500 935.
11:00
NEW
თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორთან გიორგი ბაიდარაშვილთან ერთად, ისტორიული ქალაქის რეაბილიტაციის ფარგლებში, თუმანიანის და ბეთლემის ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნობა. მისამართი: თუმანიანის ქ. # 1. საკონტაქტო პირი: თამუნა ხომერიკი: 595 09 31 43
12:00
გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში აკადემიის 23 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. პირად შემადგენლობას უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის იუბილეს მიულოცავენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. მისამართი: გორი, ცხინვალის გზატკეცილი, მე-5 კმ. საკონტაქტო პირი: ინგა ჭილაშვილი, 577 39 49 27
14:00
საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის წითელ დარბაზში შედგება კანადაში მოღვაწე ქართველი მწერლის, ელენე (პეპი) ბოჭორიშვილის, ბენეფისი, სამი წიგნის პრეზენტაციით, რომელიც გამომცემლობა “სეზანმა” გამოსცა.
30 მაისი
14:00
სასტუმრო რუმსში გაიმართება პრესკონფერენცია 2 ივნისის აქციასთან – “არ დაიჭირო!” დაკავშირებით.

მისამართი: მ. კოსტავას 14

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები