„გამარჯობა“ – რობი უილიამსი „დინამო არენაზე“ შეკრებილებს ქართულად მიესალმა (ვიდეო)

“დინამო არენაზე” ბრიტანელი პოპვარსკვლავის რობი უილიამსის კონცერტი 21:18 საათზე დაიწყო. მან სცენაზე დამონტაჟებული მონიტორით „დინამო არენაზე“ შეკრებილებს შეძახილებისკენ და ემოციებისკენ მოუწოდა. ოვაციების ფონზე რობი ვილიამსმა ორი სიმღერა შეასრულა, შემდეგ კი მსმენელებს ქართულად მიესალმა. პოპვარსკვლავის “გამარჯობა”-ს მსმენელი განსაკუთრებული შეძახილებით შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები