შსს-ს მაშველებმა სამტრედიაში დაშავებული მამაკაცი გადაარჩინეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ოფეთში, ხევში ჩავარდნილი მამაკაცი ამოიყვანეს. გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112″-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ შუახნის მამაკაცს, რომელიც ხევში ჩავარდა, გადაუდებელი დახმარება ესაჭიროებოდა. იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს სამტრედიის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ. მაშველებმა დაშავებული მამაკაცი ხევიდან ამოიყვანეს. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამჟამად მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები