ნიქოზში იოსებ კვიწინაძის საცხოვრებელ სახლს მეხი დაეცა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში იოსებ კვიწინაძის საცხოვრებელ სახლს მეხი დაეცა. ჭექა-ქუხილის დროს ოჯახის წევრები პირველ სართულზე იმყოფებოდნენ. მეხის ჩამოვარდნის შედეგად არავინ დაზარალებულა. კვიწინაძეების ოჯახი დღეს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ალეკო ვეშაპურმა მოინახულა და წევრებს დახმარებას დაჰპირდა.
“საკმაოდ მძიმე დაზიანებებია. მთლიანადაა დამწვარი ელექტროგაყვანილობა. ეს ოჯახი ხანძარსაა გადარჩენილი. მუნიციპალიტეტი მათ აუცილებლად დაეხმარება. ჩვენ მათ სახლის გადასახურ მასალასაც გადავცემთ“, – განაცხადა ალექსანდრე ვეშაპურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები