რობი უილიამსის კონცერტზე 38 ათასზე მეტი ბილეთია გაყიდული

38 ათასზე მეტი ბილეთია გაყიდული, დისკომფორტი რომ არ შეიქმნას შესვლაზე, რომ არ იყოს საცობები, მობრძანდით ადრე,- მიმართა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინიტრმა მიხეილ გიორგაძემ რობი უილიამსის კონცერტზე დასწრების მსურველებს.
მიხეილ გიორგაძის თქმით, მსმენელს სტადიონზე უჩვეულო გარემო, სასიამოვნო მუსიკა და გამაგრილებელი სასმელები დახვდება.
“17.00 საათზე იღება კარი. დაახლოებით 19.00 საათიდან იწყება რობი უილიამსის კონცერტის მოსამზადებელი სამუშაოები. სცენის გადაწყობის შემდეგ, რობი უილიამსის კონცერტიც დაიწყება”,- აღნიშნა გიორგაძემ, რომელმაც კონცერტის დაწყების დრო არ დააკონკრეტა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები