საგარეო საქმეთა მინისტრი გალის შეხვედრის დასრულებას ელოდება

გალის შეხვედრების ფორმატის აღდგენას მიესალმება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე. საგარეო საქმეთა მინისტრს იმედი აქვს, რომ გალის შეხვედრა გიგა ოთხოზოორიას მკვლელობაში მეტ სიცხადეს შეიტანს.
„ეს მექანიზმი შეიქმნა სწორედ იმისთვის, რომ მოხდეს ინციდენტებზე და შესაბამის შემთხვევებზე რელევანტური რეაგირება. ჩვენ ველოდებით ამ შეხვედრის შედგებს და ამის შემდეგ ვიმსჯელებთ უკვე შემდგომ ნაბიჯებზე“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალსიტებთან საუბარში.
დღეს დილიდან, გალში, ინციდენტების პრევენციისა და მასზე შესაბამისი რეაგირების მექანიზმის ფარგლებში საგანგებო შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრების ეს ფორმატი 4-წლიანი პაუზის შემდეგ აღდგა. ოფიციალური თბილისის წარმომადგენლებს ენგურის ხიდზე გადასვლისას მედიისთვის კომენტარი არ გაუკეთებიათ. ქართული მხრიდან მოლაპარაკებებს სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ბერაია და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროს წარმომადგენელი ზვიად ზვიადაძე აწარმოებენ. მათ ენგურის ე.წ. საზღვარი გეროს, ეუთოს და ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებთან ერთად გადაკვეთეს. მთავარი საკითხი, რაზეც მხარეები იმსჯელებენ, გიგა ოთხოზორიას მკვლელობა იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები