დავით მათიკაშვილი: ძალიან დიდი გამბედაობა, ვაჟკაცობა და პატრიოტიზმი სჭირდებოდა იმ ნაბიჯებს, რაც თავის დროზე ლევან გაჩეჩილაძემ გადადგა
„მე ვუსამძიმრებ ოჯახს, ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს,“ – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, ლევან გაჩეჩილაძის სამოქალაქო პანაშვიდზე ყოფნის დროს განაცხადა.
„ჩვენ გვახსოვს მისი ბრძოლა იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელსაც სადისტური სააკაშვილის რეჟიმი ჰქვია. ჩვენ გვახსოვს ის ღვაწლი, რომელიც ამ ადამიანმა გაიღო საქართველოსთვის მძიმე დროს, როდესაც ადამიანის უფლებების დარღვევა იყო იმდროინდელი ხელისუფლების ჩვეულებრივი ყოველდღიური საქმიანობა და ძალიან დიდი გამბედაობა, ვაჟკაცობა და პატრიოტიზმი სჭირდებოდა იმ ნაბიჯებს, რაც თავის დროზე ბატონმა ლევანმა გადადგა. მე ვუსამძიმრებ ოჯახს, ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სიონის საკათედრო ტაძარში ლევან გაჩეჩილაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.