სტამბოლში ბოსფორის ხიდი საქართველოს დროშის ფერებში გაანათეს

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით, 26 მაისს ქალაქ სტამბოლში საქართველოს დროშის ფერებში გაანათეს ბოსფორის ხიდი, რომელიც 40 წუთის განმავლობაში წითელ და თეთრ ფერებში 7 სხვადასხვა ვარიაციაში ანათებდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხიდის განათება სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინიციატივით განხორციელდა.
აღნიშნულ ცერემონიას ასევე ესწრებოდა თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ირაკლი კოპლატაძე. დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო 30 მაისს საზეიმო მიღებას გამართავს, რომელსაც დაესწრებიან თურქეთის მთავრობის წარმომადგენლები, ქართული დიასპორა და დიპლომატიური კორპუსი. ღონისძიების ფარგლებში ქართველი მხატვრის, გოგი ცაგერიშვილის ნახატების გამოფენა გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები