თბილისში მე-7 Kavkaz Jazz-ის ფესტივალი გაიმართება

8-დან 11 ივნისის ჩათვლით თბილისში მეშვიდე Kavkaz Jazz -ის ფესტივალი გაიმართება.
ქართველ მუსიკოსებთან ერთად ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ შემსრულებლები აშშ-დან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან და ირანიდან.
კონცერტები და ჯემ-სეიშენები თბილისის სხვადასხვა სცენაზე ჩატარდება.
11 ივნისს ფესტივალის გალაკონცერტი ახალციხეში, რაბათის ციხეში
გადაინაცვლებს, კონცერტთან ერთად დაგეგმილია ხალიჩების ფესტივალი “რაბათის” საზეიმო გახსნა.
1-დან 14 ივნისის ჩათვლით, ფესტივალის ფარგლებში პირველად საქართველოში ჯეიმი ებერსოლდის ჯაზის შემსწავლელ პროგრამასა (Jamey Aebersold Jazz Studies at
University of Louisville) და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან ერთობლივად ორკვირიანი საგანმანათლებლო პროგრამა გაიმართება, რომელსაც ლუვილის
უნივერსიტეტის (აშშ) ცნობილი ამერიკელი პედაგოგები და მუსიკოსები მაიკლ ტრეისი (საქსოფონი) და კრეიგ ვაგნერი (გიტარა) გაუძღვებიან.
ასევე Kavkaz Jazz ფესტივალი მასპინძლობს მრგვალ მაგიდებს მუსიკალური ექსპერტების მონაწილეობით საქართველოდან, სომხეთიდან, გერმანიიდან, აზერბაიჯანსა და
აშშ-დან. მათ შორის არის ამერიკელი ჟურნალისტი მარტი როზენი, რომელიც ფესტივალის მსვლელობას ვრცლად გააშუქებს სოციალურ ქსელში სპეციალურად შექმნილ გვერდზე: https://www.facebook.com/tracytotbilisi და სხვადასხვა ამერიკულ გამომაში.
პროექტის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია ”Art Bridge”. პროექტის წარმდგენები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. მხარდამჭერი – ქ.თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი. ფესტივალის
პარტნიორები არიან თურქული კულტურის ცენტრი Yunus Emre, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, გოეთეს ინსტიტუტი, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები