ცნობილი მსახიობი მაქსიმ ავერინი ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგება

2-3 ივნისს, რუსთაველის თეატრი ცნობილ თეატრისა და კინოს მსახიობს, მაქსიმ ავერინს მასპინძლობს. მსახიობი ქართველი მაყურებლის წინაშე სპექტაკლით – ,,ყველაფერი სიყვარულით იწყება’’ წარდგება. მსახიობი საქართველოში საქველმოქმედო აქციის: „შენ, მე, ჩვენ – ერთად სიცოცხლისთვის“ ფარგლებში გამოვა.
საღამოდან შემოსული თანხა შეჭირვებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება, აღნიშნეს ორგანიზატორებმა. ღონისძიება საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებითა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ტარდება.
“მოუთმენლად ველი ქართველ მაყურებელთან შეხვედრას. მე ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება, ჩამოვიდე თქვენს ულამაზეს ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, ეს საღამო იქნება ისეთივე თბილი, როგორიც თქვენი ქვეყანაა”, – განცხადა სპეციალურ ვიდეომიმართვაში მსახიობმა.
ექვსი წლის ასაკში შედგა მაქსიმ ავერინის პირველი კინოდებიუტი ეპიზოდურ როლში. ცხრა წლიდან კი მინიატურების თეატრის სცენაზე თამაშობდა. ის მრავალი პრემიისა და კინოფესტივალის ლაურეატია. 2006 წელს ნომინირებული იყო თეატრალური პრემიაზე „ჩაიკა“. 2011 წელს კი Taffy-ზე მამაკაცის საუკეთესო როლისთვის პრემია მიიღო. ავერინი თბილის 30 მაისს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, მსახიობი 31 მაისს, სოფიკო ჭიაურელის, რამაზ ჩხიკვაძის, რეზო ჩხეიძის და სხვა კოლეგების საფლავებს მოინახულებს და პატივს მიაგებს მათ ხსოვნას, ასევე რამდენიმე ბავშვთა ცენტრს ეწვევა. ავერინის ვიზიტი დაგეგმილია ბათუმში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები