ირინა იმერლიშვილი: გალის ფორმატის აღდგენა მნიშვნელოვანია

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი მიიჩნევს, რომ გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის აღდგენა მნიშვნელოვანია.
როგორც ირინა იმერლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ შეხვედრების ფარგლებში უნდა იყოს საუბარი საქართველოს მოქალაქეების ძალიან გახშირებულ გატაცებაზე, მცოცავ ოკუპაციასა და იმ ჰუმანიტარულ საკითხებზე, რომელიც აწუხებთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოქალაქეებს.
„მნიშვნელოვანია ამ ფორმატის აღდგენა. ამ ფორმატის ფარგლებში უნდა იყოს საუბარი ჩვენი მოქალაქეების გახშირებულ გატაცებაზე, მცოცავ ოკუპაციაზე და იმ ჰუმანიტარულ საკითხებზე, რომელიც აწუხებს მთელ მოსახლეობას როგორც გამყოფ ხაზთან, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილ მოსახლეობას. იმედი მაქვს, რომ ეს ფორმატი ძალიან ეფექტური და ნაყოფიერი იქნება“, – განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები