უბედური შემთხვევა თბილისი-რუსთავის გზაზე – გარდაცვლილია ორი ადამიანი
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისი-რუსთავის გზაზე. ორი მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად ორივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ერთი მგზავრი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ავარიის მიზეზი, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.