სიურპრიზი რობი უილიამსის გულშემატკივრებს „თი-ბი-სი“ ბანკისგან

მიესალმეთ რობი იულიამსს „დინამო არენას“ დიდი ეკრანებიდან. ამ შესაძლებლობას კონცერტზე მისულ ადამიანებს „თი-ბი-სი ბანკი“ აძლევს.
ვინც 27 მაისს, „დინამო არენაზე“, რობი უილიამსის კონცერტზე ფოტოს გადაიღებს და შემდეგ მას სოციალურ ქსელში, ფეისბუქზე ან ინსტაგრამზე ჰეშთეგით #გამარჯობარობი ან #helloRobbie ატვირთავს, საკუთარ ფოტოებს კონცერტის მიმდინარეობისას, „დინამო არენაზე“ დამონტაჟებულ ეკრანებზე იხილავს.
ყველა, ფოტო, რომელსაც რობი უილიამსის თაყვანისმცემლები გადაიღებენ, ასევე აიტვირთება ვებგვერდზე-გამარჯობარობი.com | HelloRobbie.com-ზე და მისი ნახვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
„თი-ბი-სი ბანკი“ კონცერტზე გადაღებული ფოტოებიდან საუკეთესოებს შეარჩევს და მათ ავტორებს სიმბოლური პრიზებით დააჯილდოვებს.
არ დაგავიწყდეთ, რომ ყველა გადაღებული ფოტო თქვენი სოციალური ქსელის პირად გვერდზე საჯარო (public) უნდა იყოს.
„თი-ბი-სი ბანკი“ წელს პროექტის Check In Georgia-ს პარტნიორია. რობი უილიამსის კონცერტის გარდა, „თი-ბი-სი ბანკი“ გულშემატკივრებს სიურპრიზებს პროექტის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებზეც ჰპირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები