დიდ დიღომში აფთიაქი დააყაჩაღეს

 თბილისში, დიდ დიღომში მდებარე აფთიაქს ნიღბიანი მამაკაცი თავს დაესხა – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროს პრესამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, ნიღბიანმა მამაკაცმა, რომელიც ცივი იარაღით იყო შეიარაღებული, სალაროდან 1500 ლარი წაიღო. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, თავდამსხმელი სავაჭრო ობიექტზე 21:00 საათზე შევიდა და მოლარე ოპერატორს დანის მუქარით აიძულა, თანხა გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები