27 მაისი

10:45
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში (მისამართი: ჭოველიძის (ყოფილი ბელინსკის) 10ა, მე-8 სართული) ხელი მოეწერება შეთანხმებას, რომლის მიხედვით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოს მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობისთვის 50 მილიონ დოლარს გამოუყოფს.
11:00
“დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე პორტალ “კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს შეაფასებს. ისაუბრებს როგორც სამეგრელოს ინცინდენტზე, ისე გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე, უშიშროების საბჭოს სხდომასა და ვარშავის სამიტზე. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.

11:30 საათზე – პაატა ბურჭულაძის გუნდის წევრი, თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლადო კახაძე მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, ასევე, პაატა ბურჭულაძის საარჩევნო გეგმებსა და საარჩევნო გარემოზე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში რესკონფერენციას გამართავს.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.

11:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიებებს გამართავს.
13:00
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება. მის: ინგოროყვას 7

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები