კვიტაშვილის სკანდალური განცხადება – ჯანდაცვის მინისტრი ხალხის დაკავებას ითხოვს

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი უკრაინაში კლინიკა „ოხმატდეტის“ ახალი კორპუსის მშენებლობის მონაწილეების დასჯას და მოპარული ფულის დაბრუნებას ითხოვს.
„მე ასე მოვიქცეოდი… იმას გადავამოწმებდი, რაც შენდებოდა და სად წავიდა თანხა. ციხეში ჩავსვამდი მათ, ვინც მოიპარა და მოპარულ ფულს უკან დავაბრუნებდი. ამ ფულზე „ოხმატდეტის“ ახალ კორპუსს ავაშენებდი“, – განაცხადა კვიტაშვილმა.
ამასთან, მინისტრის თქმით, საომარი მოქმედებების დროს ბიუჯეტიდან ფულის მოპარვა სამშობლოს ღალატის ტოლფასია, ამიტომ უკრაინა კორუფციისგან დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს.
„ჩემთვის სულ ერთია, რამდენი ხნის მანძილზე იჯდებიან ციხეში – მთავარია – ფულის დაბრუნება. ასე იყო საქართველოში და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოდესმე ასე იქნება უკრაინაში. ამას მე, როგორც უკრაინის ახალი მოქალაქე გიცხადებთ“, – თქვა კვიტაშვილმა.

10922248_903704426336463_1268801762_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები