ხოდორკოვსკიმ შვეიცარიაში ცხოვრების უფლება მიიღო
ნავთობკომპანია “იუკოსის” ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა მიხაილ ხოდორკოვსკიმ შვეიცარიაში ცხოვრების უფლება მიიღო, – ამის შესახებ “იტარ-ტასი” ფედერალური სამსახურის მიგრაციის საკითხებში პრესმდივან მარტინ რაიხლინაზე დაყრდნობით იუწყება. “ნებართვა 27 მარტს გაიცა”,- განაცხადა რაიხლინმა. ხოდორკოვსკის 1 წლის ვადით “ბ” კატეგორიის ცხოვრების უფლება მიენიჭა, რომლის გასვლის შემდეგაც მისი გაგრძელება შეიძლება.
რაიხლინის განცხადებით, კომპანია “იუკოსის” ყოფილი დირექტორი სანკტ-გალენში დასახლდება, “რადგანაც იქ უკვე მისი მეუღლე და შვილები ცხოვრობენ”.
შეგახსენებთ, რომ ხოდორკოვსკი 2013 წლის ბოლოს ციხიდან ამნისტიით გათავისუფლდა და 2013 დეკემბერში სამთვიანი ვიზის მიღების შემდეგ შვეიცარიაში ჩავიდა.