რობი უილიამსი უკვე თბილისშია

მსოფლიო პოპვარსკვლავი რობი უილიამსი თბილისში გუშინ, 22:15 საათზე, კერძო თვითმფრინავით ჩამოფრინდა. დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში რობი უილიამსი გრანდიოზულ კონცერტს ხვალ, „დინამო არენაზე“ გამართავს. ვარსკვლავმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ კონცერტი დიდებული იქნება და ქართველი მსმენელის სიყვარულის იმედი აქვს.
„გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, ღმერთმა დაგლოცოთ და მიხარია, რომ თქვენთან ვარ. ერთი სული მაქვს, გიმღეროთ. თქვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები სულ მაინტერესებდა, როგორი ხალხი ცხოვრობს, როგორი არქიტექტურა გაქვთ, როგორი საჭმელი და როგორი მუსიკა მოგწონთ, ასევე როგორია ქართველი მაყურებელი. ამის გარკვევის ყველაზე საუკეთესო გზა იყო აქ ჩამოსვლა. გამიგია, რომ ემოციური და საინტერესო პუბლიკა ხართ. ერთი სული მაქვს, მივიღო თქვენი სიყვარული, ამას ძალიან ველოდები. როგორც ვიცი, ასეთი მასშტაბური კონცერტი ჯერ არ გამართულა და ძალიან გთხოვთ, იყავით კეთილგანწყობილნი ჩემ მიმართ, რადგან შეშინებული ვარ და თქვენი სიყვარული მჭირდება. სცენაზე რომ გავალ, ვიცი, რა უნდა გავაკეთო, ვიცი, როგორ კეთდება ეს საქმე, ვიცი, მაგარი პუბლიკის ფასი, იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, მზადყოფნაში ხართ. მე დიდებული ვიქნები, ასე რომ, თქვენ იცით“, – განაცხადა რობი უილიამსმა.
რობი უილიამსი კონცერტს 27 მაისს, თბილისში, „დინამო არენაზე“ გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები