თბილისში ერთმანეთს 5 ავტომობილი შეეჯახა

თბილისში წუხელ, გვიან ღამით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ყაზბეგის გამზირზე ერთმანეთს 5 ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი ავტომობილი ამობრუნდა.
ადგილზე სახანძრო სამაშველო და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა 4 ადამიანი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები