25 მაისი
10:00
სასტუმრო “თბილისი მარიოტში“ გაიმართება საერთაშორისო სემინარი „საჯარო და კერძო თანამშრომლობის სამართლებრივი ჩარჩოს განვითარება, რომელსაც საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გახსნის.
10:00
სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში, ჩატარდება ბიზნეს კონფერენცია სასტუმროების განვითარება საქართველოში. ღონისძიების მხადამჭერია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ორგანიზატორი პაშა ბანკი. ღონისძიებას დაესწრება ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე.
10:30
ეკონომისტი, “2030“-ის წევრი მიშა დუნდუა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ეროვნული ვალუტა, სავალუტო რეზერვები და მონეტარული პოლიტიკა; საინვესტიციო გარემო და ეკონომიკური მდგომარეობა. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
11:00
სასტუმრო “თბილისი მარიოტში“, სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართება.
11:00
თბილისის საკრებულოს დეპუტატი, “რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ზურაბიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ “კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
11:30
ადვოკატი, “ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ალექსანდრე კობაიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ორ საარჩევნო ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის გამარჯვება და სამეგრელოში მომხდარი ინციდენტი. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
12:00
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში (პოლიტკოვსკაიას №61, I კორპუსი, მე-4 სართული) ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: “კულტურათაშორისი კომუნიკაციები“
12:00
თსუ-ში გაიმართება დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გამოფენა „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკოსები“, რომელსაც თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე, სტუდენტები, პროფესორები დაესწრებიან.
12:00
სასტუმრო “რუმს ჰოტელ თბილისში,” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციასა“ და სადაზღვევო კომპანია “უნისონს“ შორის ხელი ეწერება ხელშეკრულებას “საქართველოს საჰაერო სივრცის დაზღვევასთან” დაკავშირებით. ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიალს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვიათარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრება.
12:00
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე ხაშურში, დევნილ ოჯახებს ბინის გასაღებებს გადასცემენ. მისამართი: ქალაქი ხაშური, სააკაძის ქ. N2
A8
13:00
ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული არხების ჩართვასთან (გავრცელებასთან) დაკავშირებით, შპს “სტერეო +“ პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ქ.თბილისი, ალექსიძის ქ. #1 (გეოფიზიკის შენობა) სტუდია “რე“ საკონტაქტო – 591949187
13:00
“მემარცხენე ალიანსის” ცენტრალურ ოფისში, პარტიის პოლიტიკური მდივანი პაატა ჯიბლაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: “მოვითხოვთ 26 მაისის დაუსჯელი ჯალათების დასჯას”.
მისამართი: ი.ხვიჩიას 17 საკონტაქტო პირი: ნინო ქეშელაშვილი 598 700 642
13:00
NEW
სასტუმრო “ჰოლიდენი ინში” Stadler Bssnang AG-ის დამფუძნებელი-გენერალური დირექტორი ბატონი პიტერ შპულერი და საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ბატონი მამუკა ბახტაძე ორსართულიანი მატარებლების შესყიდვის ხელშეკრულებას აწერენ ხელს.
14:00
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ბრიფინგს გამართავს. 26 მაისიდან მოქალაქეებს შეეძლებათ ერთი თვის მანძილზე პირადობის მოწმობა უფასოდ აიღონ. აქციის მიზანია, ხელი შეუწყოს პოტენციური ამომრჩევლების მონაცემების კიდევ მეტად დაზუსტებას. გარდა ამისა, მინისტრი დამოუკიდებლობის დღის იუბილესთან დაკავშირებით სპეციალურად ამ დღისთვის დაბეჭდილ დაბადების მოწმობებსაც წარადგენს. მისამართი: გორგასლის 24 ა, იუსტიციის სამინისტრო