ლევან ბობოხიძეს 50 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

   ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ლევან ბობოხიძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით 50 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, ძმის გირაოს გადასახდელად იგი საკუთარი უძრავი ქონების გაყიდვას აპირებს.
“ჩემს ძმას ამ თანხას მე აუცილებლად გადავუხდი. გავყიდი ჩემს ბინას, უძრავ ქონებას და საჭირო თანხას მოვაგროვებ”, – აღნიშნა აკაკი ბობოხიძემ.
ლევან ბობოხიძეს თანხის გადასახდელად ვადა 15 დღე აქვს.
ბობოხიძეს გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, სახელმწიფო და კერძო ქონების გაფლანგვას ედავება. დაკავებულის ადვოკატის რობიზონ ხურცილავას განცხადებით, საუბარია 2010 წელს ხონის მუნიციპალიტეტისთვის გაცემულ და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის გადაცემულ ხე-ტყეზე. გამოძიება ლევან ბობოხიძეს აღნიშნული საქმის ორგანიზებას ედავება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები