ხაშურში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს შიდა ქართლის განყოფილების თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთის მიმდებარედ, მოქალაქეს მიკროავტობუსით გადაჰქონდა სოციალური ჭრის შედეგად მოპოვებული დახერხილი ფიცარი.
მძღოლმა წარმოადგინა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტაცია, რომელიც გაცემულია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.
“2014 წლის 10 იანვრის #46 დადგენილებაში შეტანილი ცვლილების მიხედვით, აკრძალულია სოციალური ჭრის საფუძველზე მოპოვებული ხე-ტყის ან მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირება იმ მუნიციპალიტეტების ჯგუფის ან ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს გარეთ, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა სოციალური ხე-ტყის დამზადება, გარდა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი შემთხვევებისა“,- განმარტავენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები