ხაშურში ავარია მსხვერპლით დასრულდა

ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა ქვიშხეთის გადასახვევთან მოხდა, რის შედეგადაც ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი კრიტიკულია.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები