თურქეთში საარჩევნო უბანთან ჩხუბისას 2 ადამიანი დაიღუპა და 9 დაიჭრა

  თურქეთის პროვინცია ჰატაიში საარჩევნო უბანთან მომხდარი ჩხუბის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 9 დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.
დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
გარდა ამისა, თურქეთის კიდევ ერთ პროვინცია იოზგატში ამომრჩეველთა შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად სამი ადამიანი დაშვდა.
თურქეთში დღეს პროვინციების გუბერნატორებს, მერებს და რეგიონული საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებს ირჩევენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები