24 მაისი

08:00
ვაზიანის პოლიგონზე ქართულ-ამერიკული სწავლების “ღირსეული პარტნიორი 2016“-ის ფარგლებში დასკვნითი საჩვენებელი სწავლება გაიმართება. საკონტაქტო პირი: გიორგი თუხარელი – 577393007
11:00
NEW
საპარლამენტო უმრავლეობის წარმომადგენელი, „მრეწველთა პარტიის“ ლიდერი გოგი თოფაძე მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
11:00
NEW
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნივერსიტეტსა და წიგნის გამომცემლობებთან:”წიგნები ბათუმში“ და “ქარჩხაძის გამომცემლობა“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.
11:30
NEW
თბილისის საკრებულოს წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, ასევე თბილისში ე.წ. ცათამბჯენების მშენებლობებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
12;00
NEW
“ახალი მემარჯვენეების“ გენერალური მდივანი მანანა ნაჭყებია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს შეაფასებს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.

12:00
NEW
“პირველის” პრეს-კლუბში, “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ფინანსისტთა ასოციაცია -აფბას” ანალიტიკოსი, პაატა ბაირახტარი ბრიფინგს გამართავს. მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი #116, ბიზნეს-ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მეორე სართული თემა: აფბა: ქართულ საწვავის ბაზარზე ხელოვნურად დაჭერილი ფასების პოლიტიკა გრძელდება

14:00
“პირველ პრესკლუბში” გაიმართება ავსტრიული საინვესტიციო კომპანია VI2 Partners GmbH–ს წარმომადგენლის მარკ–მილო ლუბესა და ადვოკატ დავით ასათიანის საგანგებო პრესკონფერენცია. თემა – თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დავა. ავსტრიული საინვესტიციო კომპანია “რაკია ჯორჯიას“ 20 მილიონი აშშ დოლარის დაბრუნებას სთხოვს, რომელიც მას, 2011 წელს გადახდილი აქვს, როგორც “შერატონ მეტეხი პალასის“ ღირებულების ნაწილი.

16:00

თსუ-ში ქარჩხაძის გამომცემლობის ახალი წიგნის – ქართული ჰაგიოგრაფია“ პრეზენტაცია გაიმართება. წიგნში წარმოდგენილია სამი ჰაგიოგრაფიული ძეგლის – “შუშანიკის წამების”, “აბოს წამების” და “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების” პარალელური ტექსტები, რომელთაგან ერთი წარმოადგენს ძველ ქართულ ორიგინალს, ხოლო მეორე – ახალ ქართულ ენაზე შესრულებულ უზუსტეს ვერსიას. წიგნს წარადგენს ფილოლოგი ლევან გიგინეიშვილი. მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი
16:30
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურის სხდომა გაიმართება.
17:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები