ირანში ასობით პატიმარი შეიწყალეს

ირანის უმაღლესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი 669 პატიმრის შეწყალებას ან სასჯელის შემსუბუქებას დათანხმდა. ეს გადაწყვეტილება ირანის ლიდერმა რელიგიურ დღესასწაულთან დაკავშირებით მიიღო. მანამდე ირანის უმაღლეს ლიდერს შესაბამისი თხოვნით აიათოლა ამოლი ლარიჯანიმ მიმართა. ირანის კონსტიტუციის მიხედვით, უმაღლეს სასულიერო ლიდერს პატიმრების შეწყალების ან სასჯელის შემსუბუქების უფლება აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები